Sony Ericsson’ის განახლების სერვისის მეშვეობით, თქვენი ტელეფონს ყოველთვის განახლებული სისტემა ექნება.
რა არის განახლების სერვისი ? Sony Ericsson Update Service - ეს არის ტელეფონის სისტემის განახლების სერვისი. Update Service'ს მეშვეობით თქვენ ადვილად განაახლებთ ტელეფონის სისტემას - ეს გეხმარებათ აიცილოდ ტექნიკური პრობლემები მომავალში
სანამ დაიწყებთ: სანამ დაიწყებთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, დარწმუნდით რომ ტელეფონს აქვს დარჩენილი საკმარისი მეხსიერება, ელემენტი სტულად არის დატენილი და გაქვთ DCU-60 USB კაბელი
დაიკარგება თუ არა ჩემს მიერ ჩაწერილი კონტენტი ? თუ თქვენ ხმარობთ უბრალო ტელეფონს, პერსონალური ფაილები რომელიც შენახულია ტელეფონში არ დაიკარგება. სმარტფონის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ ჩაწერილი ყველა კონტენტი იშლება.
დახმარება: თუ გაქვთ რაიმე კითხვები მოგვმართედ ფორუმში (გადადით ბმულზე)
ხშირად უნდა გავაკეთო სისტემური განახლება? პროგრამული უზრუნველყოფა სასურველია განახლდეს რეგულარულად. როდესაც შეამჩნევთ რომ თქვენი ტელეფონი ნელა მუშაობს "ჭედავს" აქვს რაიმე პროგრამული პრობლემა - სასურველი გაკეთდეს სისტემის განახლება, რაც მოაგვარებთ ყველა პროგრამულ პრობლემას
რამდენი ხანი გაგრძელდება განახლების პროცესი? განახლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს ინტერნეტის სიჩქარეზე. DSL ინტერნეტის მომხმარებლებს დაჭირდებათ 10 - 20 წუთამდე. Dial Up ინტერნეტის მომხმარებლებს 20 - 35 წუთამდე.
რა დამჭირდება იმისათვის რომ განვაახლო ჩემი ტელეფონი? ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ DCU-60 USB კაბელი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, კომპიუტერი მინიმალური მონაცემებით:
Pentium 4, 2.0 ანმაღალი
300 მეგაბაიტითავისუფალიმეხსიერებამყარდისკზე
512 მეგაბაიტიოპერატიულიმეხსიერება
Internet Explorer 4.0 ანმაღალი
Adobe Flash Player 8 ანუფრომაღალი